ინდოეთში თხა-მუტანტი “ადამიანის სახით” დაიბადა (ვიდეო)

ინდოეთში, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, პაკისტანის საზღვართან მდებარე რაჯასტანის შტატის სოფელ ნიმოდიაში, რამდენიმე დღის წინ ციცქნა თხა-მუტანტი დაიბადა.

თხის პატრონი მუკეშჯი პრაჯაპაპი თვლის, რომ თხა თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა, თუმცა ამ შეხედულებას არ იზიარებს სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ისინი თხას, რომელსაც შებრტყელებული სახე და ადამიანურს საოცრად მსგავსი თვალები აქვს, ხორცშესხულ ღმერთად მიიჩნევენ და მუკეშჯი პრაჯაპაპთან მის თაყვანსაცემად დადიან.

პორტალ mirror-ის მიხედვით მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად