A1 ბანერი

ინდოეთში, სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ინდოეთში, სასტუმრო Arpit Palace-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ ტელეკომპანია NDTV იუწყება.

ხანძარი, შენობის მეოთხე და მეხუთე სართულებზე, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა კი დაახლოებით 07:00 საათისთვის მოახერხეს.

აგრეთვე დაშავებულია სამი ადამიანი. მთლიანობაში, სასტუმროში 150 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაშველებმა სასტუმროდან დაახლოებით 50 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 9 დაღუპულის შესახებ. ხანძრის გამომწვევის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა მეხანძრეების წარმომადგენელი აცხადებს, რომ იგი შესაძლოა მოკლე ჩართვას გამოეწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...