ინდოეთის შტატ მადხია-პრადეშში, ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, არხში ჩავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 38 ადამიანი, იუწყება Hindustan Times.
ავარია მოხდა ქალაქ სიდხის მიდამოებში. პოლიციის ცნობით, ავტობუსის ნახევარი წყალშია ჩაძირული. მანქანაში 60-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა და რამოდენიმე მათგანი ჯერ არ არის ნაპოვნი.
საგანგებო სიტუაციების ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ადგენენ ავარიის გამომწვევ მიზეზსაც.