ინდოეთში, საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ ხანძარი გაჩნდა – დაღუპულია 7 ადამიანი

ინდოეთის შტატ ანდჰრა-პრადეშში, მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ხანძარი გაჩნდა იმ საავადმყოფოში, სადაც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია NDTV იუწყება.

”ინციდენტი მოხდა დილის 5 საათზე. დაახლოებით 20 პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოებში”, – თქვა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა მოჰამედ იმტიაზმა.

წინასწარი ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შენობაში კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 30 პაციენტი იმყოფებოდა.

ინციდენტის შედეგად დაშავდა დაახლოებით 20 ადამიანი. რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ექვსსართულიანი სასტუმროს პირველი და მეორე სართულები.ანდჰრა-პრადეში მეორე ადგილზე რჩება ქვეყნის შტატებს შორის კორონავირუსული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით. 84 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა იქ მკურნალობა, 120 ათასზე მეტი განიკურნა, ხოლო 1,8 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად