ინდოეთში ქვიშის ქარიშხალს 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში ქვიშის ქარიშხლის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას India Today ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ყველაზე მეტად უტარ-პრადეშის შტატი დაზარალდა, სადაც მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. რაჯასტანის შტატში ქარიშხლის გამო, 32 ადამიანი დაიღუპა. შტორმმა ხეები მოგლიჯა და ელეტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და ბრძანა, რომ ხელისუფლებამ დაზარალებულებს სათანადო დახმარება გაუწიოს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად