ინდოეთში პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით კრიტიკის ფონზე ერთდროულად 12 მინისტრი გადადგა

ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით კრიტიკის ფონზე ერთდროულად 12 მინისტრი გადადგა. მთავრობას არასტაბილურ ეკონომიკურ სიტუაციაში ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ ВВС წერს.

გადამდგარ მინისტრებს შორის იყვნენ ჯანდაცვის მინისტრი ჰარშ ვარდჰანი და იუსტიციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრი რავი შანკარ პრასადი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარედრა მოდიმ 2014 წელს მთავრობა 36 მინისტრით დააკომპლექტა.

ბოლო დროს მას რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო აკრიტიკებდნენ.

ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეორე მეორე ადგილზეა. დღეისათვის ქვეყანაში ინფიცირების 30 709 557 შემთხვევაა გამოვლენილი, 405 057 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...