ინდოეთში მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

7 თებერვალს ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარახანდში მყინვარის დნობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.

დაახლოებით 140 ადამიანი კვლავ დაკარგულად არის მიჩნეული. ამ დროისთვის მხოლოდ 37 ცხედარია ნაპოვნი. 18 თებერვალს ცნობილი გახდა 61 დაღუპულის შესახებ.

ამავდროულად, სამხედრო მყვინთავებმა შაბათსა და კვირას გამოიკვლიეს ტბა, რომელიც მყინვარწვერის გაქრობის შემდეგ მდინარე რიშიგანგის მიდამოში ჩამოყალიბდა. ყინულისა და ტალახის მასებმა გადაკეტეს ნაკადი, რომელიც მდინარეში ჩაედინება. წყლის რესურსების ცენტრალური კომისიის მონაცემებით, ჩამოყალიბებული ტბის სიგრძეა 400 მ, სიგანე – 25 მ, სიღრმე – 60 მ. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ტბის გარღვევამ, რომლის მოცულობაც მუდმივად იზრდება, შეიძლება გამოიწვიოს ახალი წყალდიდობა.

მყინვარმა დნობა დაიწყო კვირას, 7 თებერვალს, დილით, მდინარე დაულიგანგის ხეობაში, ჩამოლის ოლქში. ამ რაიონში 520 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური შენდება. კაშხალი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად ამ მთიანი რეგიონის განვითარებისთვის, მთლიანად განადგურებულია. განადგურდა ხუთი ხიდი და დაზიანდა ჰიდროელექტროსადგურის კიდევ ერთი პროექტი. სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამძებრო და სამაშველო ოპერაციებს ატარებს კატასტროფებზე რეაგირების რამდენიმე ეროვნული ბრიგადა, ასევე მესაზღვრეები და ადგილობრივი მაშველები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...