ინდოეთში მყინვარის ჩამოშლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

24 ადამიანის ცხედარი იპოვეს ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაციის დროს, რომელიც მიმდინარეობდა ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარახანდში, სადაც მყინვარი დადნა და ჩამოიშალა კვირას, რის შედეგადაც განადგურდა მშენებარე ელექტროსადგურის კაშხალი და მოხდა წყალდიდობა.

“ამ დროისთვის 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი სტიქიის უბნების სხვადასხვა ადგილებიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო გადაუდებელი დახმარების ოპერაციების ცენტრის ცნობით, რომელიც მდებარეობს ქალაქ დეჰრადუნში, ამ დროისთვის ცოცხალი იპოვნეს 27 ადამიანი. მინიმუმ 197 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სამაშველო ოპერაცია ამჟამად მიმდინარეობს ტაპოვანის გვირაბში, რომელიც მდებარეობს ჩამოლის რაიონში, სადაც მყინვარი ჩამოისალა. წინასწარი ინფორმაციით, 39 მუშა შეიძლება იქ იყოს გაჭედილი.

მანამდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიკარგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...