ინდოეთში მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში, ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა რამდენიმე სახლი დაანგრია.

სტიქიის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 25 ადამიანი.

Reuters-ის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ძლიერი წვიმის გამო, დატბორილია ქალაქის რამდენიმე უბანი, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.არიან დაშავებულებიც.

კომენტარები
იტვირთება...