ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ქალაქ ჯაიპურში მეხის დაცემის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაღუპულები და დაშავებულები წვიმაში პოპულარულ ტურისტულ ობიექტში, ფორტ ამერში სელფის იღებდნენ. ინციდენტის დროს კოშკზე 27-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მეხის დაცემის შემდეგ რამდენიმე ადამიანი კოშკიდან გადახტა.

ამასთან, კვირას, რაჯასტანის შტატში მეხმა კიდევ 9 ადამიანი მოკლა.

ინდოეთში ამ პერიოდში მუსონური წვიმებია. სეზონი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გრძელდება.

კომენტარები
იტვირთება...