ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში მკაცრი ლოქდაუნი გამოცხადდა

ინდოეთის შტატ მაჰარაშტრას ქალაქ ამალნერის ხელისუფლებამ, კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო, სამდღიანი მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადდა.

მაჰარაშტრა ინდოეთში ლიდერია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ბოლო მონაცემებით, 178 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს შტატში, ბოლო დღის განმავლობაში მათი რიცხვი 25,8 ათასით გაიზარდა. ეს არის რეკორდული ყოველდღიური ზრდა შტატებში მთელი პანდემიის განმავლობაში.

მანამდე ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რაჯეშ ბუსჰანმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მაჰარაშტრას შტატში გაგზავნილმა ექიმებმა იქ აღმოაჩინეს კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყების ნიშნები.

პოლიციელმა სიმა აჰირემ, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქში საგანგებო ზომებზე, ბრძანა, რომ 20-22 მარტის ჩათვლით კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, თეატრები, ტაძრები და საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურება. ამავდროულად, აფთიაქები, საავადმყოფოები, პოლიციისა და სახანძრო განყოფილებები, აგრეთვე საკვების მიწოდება გააგრძელებენ მუშაობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...