ინდოეთში კრიპტოვალუტა შესაძლოა სრულად აიკრძალოს

ინდოეთის ხელსიუფლების სამუშაო ჯგუფმა წარადგინეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სრულად უნდა აიკრძალოს კრიპტოვალუტის მოხმარება.

სამუშაო ჯგუფმა აგრეთვე გაწერა სავარაუდო სანქციებიც, რომლებიც განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული კანონი დაირღვევა.

კრიპტოვალუტის მაინინგი, შენახვა, გაყიდვა, გადაცემა და გამოშვება 3,63 მილონი აშშ დოლარის მოცულობით ჯარიმით და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. უახლოეს მომავალში ხელისუფლება განიხილავს სამუშაო ჯგუფის აღნიშნულ ინიციატივას. ამ ეტაპზე ხელისუფლება განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ციფრული ფულის გამოყენების აკრძალვას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად