ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთის ჯანდაცვისა და ოჯახის კეთილდღეობის სამინისტრომ გამოავლინა კორონავირუსული ინფექციის 403 738 შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიის დროს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 22 296 414-ს მიაღწია. 24 საათში დაიღუპა 4,092 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 242 362 ადამიანი შეადგინა.

ინდოეთში მეხუთედ დაფიქსირდა დღეში 400 ათასზე მეტი ინფიცირებული, ყველა ეს შემთხვევა გამოვლინდა მაისში: 1 მაისი (401 993 ინფიცირების შემთხვევა), 6 მაისი (412 262), 7 მაისი (414 188) და 8 მაისი (401 078).

მეორე დღეს ზედიზედ გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 ათასს გადააჭარბა, შაბათს დილით დაფიქსირდა კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული 4,187 გარდაცვალების შემთხვევა, რაც ანტირეკორდული გახდა ქვეყანაში მთელი ეპიდემიის განმავლობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 საათში 386 444-ით გაიზარდა და 18 317 404-ს მიაღწია.

ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა (შეერთებული შტატების შემდეგ) კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით და მესამე ამ ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობით (აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...