ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში კორონავირუისთ ინფიცირების რეკორდული ზრდა აღინიშნა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადება 261 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ 14.7 მილიონს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსს 1 501 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 177 150-ს აღწევს.

ინდოეთის დედაქალაქ დელიში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 24 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...