ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული – 314 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში ​კორონავირუსის 314 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ინდოეთისთვის მორიგი რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 2 104 კოვიდპაციენტი.

ინდოეთში პანდემიის პერიოდში „კოვიდ-19“-ით სულ 15 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 184 657 მოქალაქე.

კორონავირუსის მეორე ტალღის გამო ინდოეთის ჯანდაცვის სექტორი გადატვირთულია. საავადმყოფოებში ჟანგბადის დეფიციტია, რის გამო კოვიდპაციენტების ნაწილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...