ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული – 217 353 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 217 353 შემთხვევა აღირიცხა. ეს პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში ინდოეთში 1 185 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 14,3 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 174 308-ს შეადგენს.

ინდოეთის ფინანსურ ცენტრში, ქალაქ მუმბაიში ლოკდაუნია გამოცხადებული, საავადმყოფოებში კი საწოლებისა და ჟანგბადის დეფიციტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...