ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული – 200 739 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 200 739 შემთხვევა აღირიცხა. ეს პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალა 1 038 კოვიდინფიცირებული.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19-ის“ 14,1 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 173 123-ს შეადგენს.

ინდოეთის ფინანსური ცენტრში, ქალაქ მუმბაიში ლოკდაუნია გამოცხადებული. საავადმყოფოებში კი საწოლებისა და ჟანგბადის დეფიციტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...