ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 115 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 115 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ დრომდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვირუსს ბოლო 24 საათში 630 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 166 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში სამშაბათს კომენდანტის საათი ამოქმედდა.

მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ ვაქცინაციისთვის შეუძლიათ, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ერთი დღით ადრე, სამშაბათს, ქვეყანაში 103 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...