ინდოეთში კორონავირუსის ახალი, „სამმაგად მუტირებული შტამი“ აღმოაჩინეს

კორონავირუსის ახალი შტამი – სამმაგი მუტაციით გამოვლენილია ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში, იტყობინება NDTV.

ახალი მუტაცია, რომელიც გამოვლენილია მაჰარაშტრაში, დელიში, დასავლეთ ბენგალში, წარმოიქმნა კორონავირუსის სამი განსხვავებული შტამის შერწყმით.

რამდენად გადამდები და მომაკვდინებელია სამმაგი მუტაცია, მხოლოდ დამატებითი კვლევის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის ინდოეთში კორონავირუსის სამმაგი მუტაცია კლასიფიცირებულია უფრო როგორც “ინტერესის ვარიანტი”, ვიდრე “შეშფოთების ვარიანტი”. ამასთან, დაფიქსირდა, რომ სამმაგი მუტაციის სამი ვარიანტიდან ორი უფრო მდგრადია ანტისხეულების მიმართ. მეცნიერები თვლიან, რომ ახალ ვარიანტს შეუძლია გადალახოს სხეულის ბუნებრივი იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...