ინდოეთში გარდაიცვალა იოგი, რომელმაც 76 წელი საჭმლის და წყლის გარეშე იცოცხლა

ინდოეთის გუჯარატის შტატში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა იოგი პრაჰლად ჯანი, რომელიც სულ მცირე 76 წელი ცხოვრობდა საკვებისა და წყლის გარეშე. იგი აცხადებდა, რომ აღმოაჩინა “ცხოვრების ელექსირი”.

იგი გარდაიცვალა მშობლიურ სოფელ ჩარადაში, სადაც მისი თხოვნით მიიყვანეს რამდენიმე დღის წინ. ორი დღის განმავლობაში მისი სხეული აშრამში იქნება, რათა მისმა მიმდევარმა შეძლონ მასთან დამშვიდობება.

პრაჰლად ჯანი ცნობილი გახდა იმის გამო, რომ ბავშვობაში ქალღმერთის კურთხევის შემდეგ, იგი არასდროს ჭამდა და არც სვამდა. ზოგიერთი ცნობით, მან უარი თქვა საკვებზე და სითხეზე 8-9 წლის ასაკში, სხვების ინფორმაციის მიხედვით კი – 14 წლის ასაკში. 2003 წლიდან 2010 წლამდე ექიმებმა ჩაუტარეს ყოვლისმომცველი გამოკვლევა. ის ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ინდოეთის ფიზიოლოგიისა და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების ინსტიტუტის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პერიოდის განმავლობაში, იგი არ ჭამდა და არ სვამდა, არ იკმაყოფილებდა ბუნებრივ საჭიროებებს, მაგრამ მისი ბუშტი ივსებოდა შარდის მცირე რაოდენობით, რომელიც შეიწოვებოდა კედლებში.

”ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორ გადარჩა იგი”, – თქვა ნევროლოგმა სუდირ შაჰმა ბოლო გამოკვლევის შემდეგ.

არაერთი უცხოელი მკვლევარი ეჭვობს ინდოელი სპეციალისტების კონტროლის სისტემების უზუსტობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად