ინდოეთში, ძლიერი წვიმების შედეგად მინიმუმ 75 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 75 ადამიანი გარდაიცვალა ინდოეთის დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერი წვიმების შედეგად.

სტიქიამ ბოლო დღეებში დასავლეთ შტატ მაჰარაშტრის 27 მკვიდრი იმსხვერპლა. კრიტიკული ვითარება შეიქმნა სოლაპურის, სანგლისა და ქალაქ პუნეს რაიონებში, სადაც წვიმებმა შენობების ნგრევა გამოიწვია, ელექტროენერგიის მიწოდება და მოძრაობა შეფერხდა. წყალდიდობამ 100 სოფელი მოწყვიტეს გარე სამყაროსგან, ხოლო ხელისუფლებამ დაზარალებული რეგიონებიდან 20 ათასი ადამიანი გამოიყვანა.

მაჰარაშტრას მთავარმა მინისტრმა, უდავ ტაკერიმ განაცხადა, რომ ინდოეთის სამხედროების დახმარება დასჭირდება, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება წვიმების გამო.

117 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მუსონური წვიმა სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გაგრძელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატ ტელეგანანაში, სადაც მან 50 ადამიანი იმსხვერპლა. ხელისუფლების ცნობით, დაზარალებულთა უმეტესობა შტატის ადმინისტრაციული დედაქალაქის, ჰიდრაბადის მოსახლეობაა, სადაც ახლა საგანგებო სამუშაოები დაიწყო სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად