ინდოეთში „დელტა პლუსით“ პირველი პაციენტი გარდაიცვალა

ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, რომელსაც შტამი “დელტა პლუსი” დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შტატის მინისტრმა ვიშვას სარანგმა განაცხადა.

სარანგას თქმით, ჯამში შტატში ამ შტამით ინფიცირების 5 შემთხვევა დადასტურდა.

“აღსანიშნავია, რომ 5-დან 4-მა ადამიანმა, რომელთა ნიმუშები “დელტა პლუსზე” დადებითი აღმოჩნდა, ვაქცინა მიიღო და ამჟამად ჯანმრთელია. თუმცა ერთი პაციენტი, რომელმაც ვაქცინაცია არ გაიარა, ვირუსით დაიღუპა”, – განაცხადა მან.

მინისტრმა ისევ მოუწოდა მოსახლეობას, კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრას.

22 ივნისის მონაცემებით, COVID-19-ის მორიგი მუტირებული შტამი “დელტა პლუსი” ინდოეთის სამ შტატში გამოვლინდა.

კომენტარები
იტვირთება...