ინდოეთში COVID19-ის შემთხვევების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 357 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიან ჯამში კი ეს მაჩვენებელი 20 მილიონს გასცდა. იუწყება Reuters.

უკვე მეთორმეტე დღეა, ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 300 000-ზე მაღალია.

დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში ვირუსით 3 449 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსით 222 408 ადამიანია გარდაცვლილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...