ინდოეთში covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ ინსტიტუტში ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს, რომელიც ინდოეთში, ქალაქ პუნას შრატის ინსტიტუსში მოხდა. სადაც ძირითადად covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობდნენ.

როგორც  Hindustan Times-ი იუწყება, შენობიდან 4 ადამინის ევაკუაცია მოხდა.

ქალაქ პუნის მერმა, მურლიდხარ მოხოლიმ აღნიშნა, რომ დაღუპულები, სავარაუდოდ ინსტიტუტის ახალი ობიექტის თანამშრომლები არიან, სადაც ხანძარი მოხდა. ხოლო ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი საშემდუღებლო სამუშაოებია.

ინსტიტუტის დირექტორი, ადარ პუნავალი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომხდარ ინციდენტის შედეგად შრატი  არ დაზიანებულა, რადგან სხვა ფლიგელშია განთავსებული.

შრატის ინსტიტუტი ვაქცინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. სულ ცოტა ხნის წინ ინსტიტუმა 1 მილიარდი  covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კონტრაქტი დადო AstraZeneca-სთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად