ინდოეთში, ჩაის პლანტაციაში ჩამოწოლილმა მეწყერმა 43 კაცი იმსხვერპლა

სამხრეთ ინდოეთში, შტატ კეპალას იდუკის რაიონში დილით ჩამოწოლილმა მეწყერმა პლანტაციაში მომუშავე 43კაცი იმსხვერპლა

ოფიციალურ პირთა განმარტებით, მეწყერი ჩაის პლანტაციაში პარასკევს, 7 ივლისს, დილით, იმ დროს ჩამოწვა, როდესაც მუშებს ჯერ კიდევ ეძინათ.

იდუკის რაიონის წარმომადგენელის თქმით, ძლიერი წვიმის გამო იძულებულები გახდნენ ერთი დღით შეეჩერებინათ სამაშველო სამუშაოები. არის საშიშროება, რომ დაახლოებით 2 ათეული კაცი ხაფანგში მოემწყვდეს, სამაშველო სამუშაოები პირველივე შესაძლებობისთანავე განახლდება და არ შეწყდება მანამ, სანამ უკანასკნელ დაღუპულის ცხედარს არ მოვძებნით, – განაცხადა მან.


ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის მიერ გამოცემული გაფრთხილების მიხედვით ძლიერი წვიმა მოსალოდნელია რამდენიმე რაიონში, ხოლო კონკრეტულად იდუკის რაიონის მოსახლეობას დეპარტამენტი განგაშის წითელი სიგნალით აფრთხილებს.

2018 წელს კეპალას შტატში ასწლეულის უდიდესი წყალდიდობის დროს ასეულობით ადამიანი დაიღუპა და მათ შორის ბევრი იდუკის რაიონიდან იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად