ინდოეთში, ბოლო 24 საათში, COVID19-ით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოელმა ექიმებმა დაარეგისტრირეს კორონავირუსით ინფიცირების 401 078 ახალი შემთხვევა, ეპიდემიის დაწყებიდაn ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21,892,676 შეადგინა. როგორც შაბათს ინდოეთის ჯანმრთელობისა და ოჯახის კეთილდღეობის სამინისტრომ განაცხადა, ბოლო 24 საათში, 4 187 ადამიანი გარდაიცვალა და სულ 238 270 შეადგინა.

ბოლო დღის განმავლობაში, ინდოეთმა მეოთხედ დაარეგისტრირა COVID19-ის 400 ათასზე მეტი შემთხვევა 24 საათის განმავლობაში. ყველა ეს შემთხვევა მაისში აღინიშნა: 7 მაისი (ინფიცირების 414,188 შემთხვევა), 6 მაისი (412,262) და 1 მაისი (401,993 – მაშინ პირველად შემთხვევებმა 400 ათასს გადააჭარბა).

გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა, ბოლო 24 საათში, გაიზარდა 318 609-ით და მიაღწია 17 930 960-ს. მკურნალობას 3,723,446 პაციენტი განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...