ინდოეთში, ბოლო 24 საათში, COVID19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 295 041 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 ათასზე მეტი ადამიანი. იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.

ინდოეთი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა მსოფლიოში. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 15,6 მილიონზე მეტი შემთხვევა. 13,2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 182 ათასი კი გარდაიცვალა.

ინდოეთში შემთხვევათა რიცხვის ზრდა 41-ე დღეა, რაც გრძელდება. მათი უმეტესობა მაჰარაშტრას შტატში გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...