ინდოეთში, ბენზინგასამართ სადგურზე, მომსახურებაზე უარის მიღების შემდეგ, მამაკაცმა ხუთი გველი გაუშვა შენობაში (ვიდეო)

შემთხვევა ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ბულჰანის ბენზინგასამართ სადგურზე, 13 ივლისსს, დღის 16:00 სათზე მოხდა.

მეგობართან ერთად ბენზინის საყიდლად ჭურჭლით მისულ მამაკაცს ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ კორონავირუსის გამო 15:00 საათის შემდეგ მუშაობის უფლება არ ჰქონდათ და მოომსახურებაზე უარი უთხრეს.

პერსონალთან ცხარე, მაგრამ უშედეგო კამათის შემდეგ, მამაკაცმა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებზე შურისზიების მიზნით შენობის სამ სხვადასხვა ოთახში 5 გველი, მათ შორის ორი კობრა გაუშვა.

თანამშრომლებმა დროულა უშველეს თავზე და დატოვეს ოთახები, შემდეგ კი გველების დამჭერი გამოიძახეს.

ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონემ პოლიციაში შეიტანა საჩივარი. პოლიციას მამაკაცის ვინაობა ჯერ არ დაუდგენია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად