ინდოეთში, ატრაქციონის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 27 დაშავდა ინდოეთში, გასართობ პარკში ატრაქციონის ჩამონგრევის შედეგად. აღნიშნული ქალაქ აჰმედაბადში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ატრაქციონი მწყობრიდან ამოძრავების დროს გამოვიდა, როდესაც, მასზე ადამიანები ისხდნენ, რომლებიც დაშავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მინიმუმ 15-მა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...