ინდოეთმა და აშშ-მა გეო-სივრცითი ინფორმაციის გაცვლის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ინდოეთმა და შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს ხელი მოაწერეს BECA-ს (გეო-სივრცული თანამშრომლობის ძირითადი გაცვლისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება), რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებისა და გეო-სივრცითი ინფორმაციის გაცვლას. როგორც ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელი მოაწერეს ინდოეთ – ამერიკული მინისტერიალის დიალოგს “2 პლუს 2”, რომელშიც მონაწილეობდნენ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრამანიამ ჯაიშანკარი, ინდოეთის თავდაცვის მინისტრი რაჯნატ სინგჰი, აშშ სახელმწიფო მდივანი მაიკლი პომპეო და აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი.

”ეს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარების შემდგომი ნაბიჯია”, – თქვა სინგჰმა.

BECA საშუალებას მისცემს ინდოეთს რეალურ დროში ჰქონდეს ზუსტი მონაცემები და ტოპოგრაფიული სურათები შეერთებული შტატების სამხედრო სატელიტებიდან.

ამ შეთანხმების თანახმად, ქვეყნებს შეეძლებათ ტოპოგრაფიული ინფორმაციის, საზღვაო, აერონავტიკისა და სხვა სქემების, აგრეთვე კომერციული და არაკლასიფიცირებული გამოსახულების, გეოფიზიკური, გეომაგნიტური და გრავიტაციული მონაცემების გაცვლა.

ხელმოწერილი დოკუმენტი დაეხმარება ინდოეთს რეგიონში სამხედრო სამიზნეების მაღალი სიზუსტით გაშიფვრაში. ინდოეთს ასევე შეეძლება კარგად დააკვირდეს ჩინეთის სამხედრო გემების მოძრაობას ინდოეთის ოკეანეში.

ეს არის აშშ-ის ინდოეთთან დადებული თავდაცვის მეოთხე მთავარი ხელშეკრულება. ორმა ქვეყანამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება სამხედრო ინფორმაციის დაცვის შესახებ (2002 წ.), მემორანდუმი ლოგისტიკური გაცვლის შესახებ (2016 წ.), შეთანხმება კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების თავსებადობის შესახებ (2018 წ.).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად