ინდოეთის შტატ გუჯარათში ძროხის მკვლელს უვადო თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება

ინდოეთის შტატ გუჯარათში ძროხის მკვლელობისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება გათვალისწინებული,-ინფორმაციას Hindustan News ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, ინდოეთში ძროხა წმინდა ცხოველად მიიჩნევა და ბევრ შტატში მისი მოკლა უკანონოდ მიიჩნევა.

შესაბამისი კანონპროექტი შტატის კანონმდებლებმა დაამტკიცეს. ცხოველის მკვლელობის გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავე 100 ათასი რუპიით (1.5 ათასი დოლარი) დაჯარიმდება.

„ამგვარად, ჩვენი კანონმდებლობა ქვეყანაში ყველაზე მკაცრი გახდა ", – განაცხადა შტატის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ინდოეთში პირუტყვის მკვლელობა 36 შტატიდან 20 შტატშია აკრძალული.

მანამდე, პირს ცხოველის მკვლელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 50,000 რუპიის (დაახლოებით $ 700) გადახდა ეკისრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად