ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თბილისიდან დელიში მიმავალ თვითმფრინავს დაშვება აიძულეს

ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თბილისიდან დელიში მიმავალ უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავს დაშვება აიძულეს. როგორც ინდოეთის კომერციული ტელეკომპანია NDTVიუწყება, თვითმფრინავი ჯაიპურის აეროპორტში დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, პაკისტანის  ქალაქ კარაჩის გავლით მიფრინავდა, თუმცა რა გახდა დაშვების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ამჟამად, ინდოეთის მხარე თვითმფრინავის პილოტებს კითხავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...