ინდოეთის პრემიერს ქვეყანაში საყოველთაო “ლოკდაუნის” გამოცხადებისკენ მოუწოდებენ

ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის სულ უფრო მძლავრად მოუწოდებენ მკაცრი, საყოველთაო “ლოკდაუნის” გამოცხადებისკენ, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ იკლებს COVID-19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.

საყოველთაო შეზღუდვების შემოღების მოწოდებებით გამოდიან სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, ოპოზიციის ლიდერები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ინდოეთში COVID-19-ის სიმპტომების მქონე პირებს საავადმყოფოები ვეღარ იღებენ, მორგები და კრემატორიუმები გადავსებულია დაღუპულთა გვამებით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ინდოეთში აღირიცხა 3 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, და ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3,000 ადამიანს აჭარბებს.

ინდოეთში ვირუსის აფეთქება აფერხებს იმედებს პანდემიის დასასრულის მოახლოების შესახებ, იმ ფონზე, როცა განვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაციის კამპანიები მიმდინარეობს და ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...