ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გაერო-ს რეფორმირებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს სჭირდება რეფორმები, რომელთა გარეშე შეუძლებელია ჩვენი დროის გამოწვევების დაძლევა. ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ორგანიზაციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის (GA) საზეიმო შეხვედრაზე განაცხადა.

”ჩვენ არ შეგვიძლია მოძველებული სტრუქტურებით ვებრძოლოთ დღეს არსებულ გამოწვევებს. ყოვლისმომცველი რეფორმების გარეშე, გაერო-ს წინაშე დგას ნდობის კრიზისი. დღევანდელი ურთიერთდაკავშირებული სამყაროსთვის ჩვენ გვჭირდება რეფორმირებული მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც ასახავს დღევანდელ რეალობებს, პასუხობს თანამედროვე პრობლემებს”, – თქვა ინდოეთის პრემიერ მინისტრმა.

მოდიმ აღნიშნა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიღებულ დეკლარაციაში აისახა, რომ წევრმა ქვეყნებმა კვლავ უნდა იმუშაონ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, უნივერსალური განვითარების უზრუნველსაყოფად, კლიმატის ცვლილების პრობლემების გადასაჭრელად, უთანასწორობის შესამცირებლად და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოსაყენებლად.

”ინდოეთი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა ქვეყანასთან ამ მიმართულებით”, – თქვა ნარენდრა მოდიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად