ინდოეთი, ირლანდია, მექსიკა და ნორვეგია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებად აირჩიეს

ინდოეთი, ირლანდია, მექსიკა და ნორვეგია გაერთიანებული ერების ორგანაზაციის გენარალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრებად აირჩიეს

ინდოეთი და მექსიკა თავიანთი რეგიონების უკონკურენტო კანდიდატები იყვნენ. ისინი, შესაბამისად, 184 და 187 ხმით აირჩიეს, ხოლო ნორვეგია და ირლანდია “დასავლეთ ევროპა და სხვა სახელმწიფოების” რეგიონში, კანადასთან კონკურენციაში გამოვიდნენ გამარჯვებულები. ნორვეგიამ 130, ირლანდიამ 128 და კანადამ 110 ხმა მიიღო.
 
აღსანიშნავია, რომ კანადა 2010 წელსაც ცდილობდა გამხდარიყო უშიშროების საბჭოს წევრი, მაშინ გერმანიამ პირველივე ტურში მიიღო საჭირო რაოდენობის ხმები, პორტუგალიამ და კანადამ ეს ვერ შეძლეს. ამის შემდეგ კანადამ მოხსნა კანდიდატურა და მეორე ტურში პორტუგალია უკონკურენტოდ დარჩა.
 
კიდევ ერთი არამუდმივი წევრის ვინაობა მეორე ტურში, გაირკვევა. პრეტენდენტია ორია: კენია, რომელმაც პირველ ტურში 113 ხმა მიიღო და ჯიბუტი, რომესაც 78 მომხრე ჰყავდა.
 
უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში 5 მუდმივი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) და 10 არამუდმივი წევრისგან შედგება. არამუდმივი წევრები უშიშროების საბჭოში როტაციის პრინციპით იცვლებიან ყოველწლიურად. წელს არჩეული ქვეყნები ბელგიას, დომინიკის რესპუბლიკას, გერმანიას ინდონეზიას და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ჩაანაცვლებენ. ისინი 2021-2022 წლებში იქნებიან უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები ესტონეთთან, ვიეტნამთან, ნიგერთან,სენტ-ვინსენტი და გრენადინებთან და ტუნისთან ერთად.
 
გაერო 1945 წელს 51 ქვეყნის მიერ იქნა დაფუძნებული. ამჟამად იგი 193 წევრ სახელმწიფოს ითვლის. უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, განსხვავებით გაეროს სხვა ორგანოების მიერ მიღებული სარეკომენდაციო გადაწყვეტილებებისაგან, სავალდებულო ხასიათი აქვს და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან აღსრულებას ექვემდებარება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად