ინდოელი მონაზვნის საზარელი მკვლელობის საიდუმლო – 30 წლის შემდეგ დადგენილი სიმართლე

გარდაცვლილი მონაზვნის ფეხსაცმელი მონასტრის სამზარეულოს იატაკზე ეყარა, ერთი შესასვლელთან, მეორე კი მაცივართან. მისი თეთრი ვუალი კარის უკან იპოვნეს. ოთახის კუთხეში კი ნახახი იყო მიყუდებული. 1992 წლის 27 მარტს ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, წმინდა პიუს საერთო საცხოვრებელში ოფიცრებმა ეს ყველაფერი დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინეს, რაც აღწერილია სასამართლო დოკუმენტებში, რომლებსაც CNN-ი გაეცნო.

იმავე დღეს, მათ იპოვეს მონაზონ აბჰაიას ცხედარი ინდოეთის მონასტრის ახლოს მდებარე ჭაში, ქალაქ კოტაიამში, კერალას შტატში.

ჩატარებულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ მას კისრის ორივე მხარეს ჰქონდა ფრჩხილის კვალი და თავზე კიდევ ორი ჭრილობა. სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა, ხოლო თავის ქალა – გატეხილი.

მიუხედავად მისი ჭრილობებისა და დანაშაულის ადგილისა, 27 წლის განმავლობაში არავინ გაუსამართლებიათ მისი მკვლელობისთვის. სანაცვლოდ, ამას მოჰყვა წლების განმავლობაში ბევრი დაუსრულებელი გამოძიება, რომელიც კორუფციულ ბრალდებებს ეხებოდა.

საბოლოოდ, გასული წლის დეკემბერში ბრალი წაუყენეს მღვდელსა და მონაზონს, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ თავიანთი უკანონო ურთიერთობის დაფარვას. სასამართლომ დაადგინა, რომ მონაზონმა აბჰაიამ ისინი სამზარეულოში დანახა, სექსუალური აქტის დროს, ხოლო მათ მონაზონი მოკლეს, რათა არავის გაეგო მათი ურთიერთობის შესახებ. ორივეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მომხდარიდან ამდენი წლის გასვლის შემდეგ, მონაზვნის ოჯახს ერთი შეკითხვა აქვს – რატომ დასჭირდა ამ საქმეს ამდენი ხანი?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად