ინდიანას შტატის პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

ინდიანას შტატის პრაიმერიზში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS ავრცელებს.

დემოკრატიული პარტიიდან ამერიკის ადმინისტრაციის უფროსის კანდიდატობის პრეტენდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ასევე გაიმარჯვა ამ შტატში.

რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კონგრესი, რომლის დროსაც ტრამპის კანდიდატურა უნდა წარედგინათ პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის, თავდაპირველად უნდა ჩატარებულიყო ჩრდილოეთ კაროლინაში, შარლოტაში, 24-27 აგვისტოს, თუმცა ამ შტატის გუბერნატორმა როი კუპერმა განაცხადა, რომ პანდემიის გამო, იგი ვერ უზრუნველყოფდა ასეთი მასშტაბის ყრილობას.

ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა რესპუბლიკელები ეძებენ ახალ შტატს, აღნიშნული ყრილობის ორგანიზების მიზნით.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად