ინდიან-უელსის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-3 წრეში რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა

კალიფორნიაში, ინდიან-უელსის მასტერსზე მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ინდიან-უელსის მასტერსის მერვედფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი იყო.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ხაჩანოვი პირველივე გეიმზე დააბრეიკა, შემდეგ თავის მეორე გეიმზე დაბრეიკდა, მაგრამ ხეჩანოვის მე-4 გეიმი და საბოლოოდ სეტიც მოიგო – 6:4

მეორე სეტში ბასილაშვილმა მეტოქე მესამე გეიმზე დააბრეიკა, შემდეგ 5:3 დაწინაურდა, მაგრამ ხაჩანოვმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და საბოლოოდ სეტის ბედი ტაი ბრეიკზე გადაწყდა.

ბასილაშვილმა ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და 6:2 დაწინაურდა, მაგრამ 6:2-ზე ხაჩანოვმა გამოიღო ხელი და ანგარიში გაათანაბრა. როგორც აღმოჩნდა, ეს მისი ბოლო გაბრძოლება იყო. ბასილაშვილმა ტაი ბრეიკი 8:6, სეტი 7:6(8:6), მატჩი კი 2:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიელ ალექს დე მინაურს და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის გამარჯვებულს შეხვდება

კომენტარები
იტვირთება...