ინდიან-უელსის მასტერსის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასი დაამარცხა

კალიფორნიაში, ინდიან-უელსის მასტერსზე მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ინდიან-უელსის მეოთხედფინალში ბერძენი სტაფანოს ციციპასი იყო (საბჭოთა კავშირის და მოსკოვის „სპარტაკის” ცნობილი ფეხბურთელის, ვიქტორ სალნიკოვის ქალიშვილის, ცნობილი საბჭოთა ჩოგბურთელის, ქართველ ქალ ჩოგბურთელებთან მეგობრულ დამოკიდებულებაში მყოფი, შემდეგ თავის ბერძენ მწვრთნელზე გათხოვილი იულია სალნიკოვას უფროსი ვაჟიშვილი).

პირველ სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორჯერ დააბრეიკა ციციპასი, 4:1 დაწინაურდა და საბოლოოდ 6:4 გაიმარჯვა.

მეორე სეტში სტაფანოს ციციპასმა შეძლო ბასილაშვილის ორჯერ დაბრეიკება და სეტი 6:2 მოიგო.

მესამე, გადამწყვეტ სეტში, ბასილაშვილი დაწინაურდა 2:0. ციციპასმა უკუბრეიკით ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ დაწინაურდა კიდეც, მაგრამ ბასილაშვილმა, თავის მხრივ, ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ მეორედ დააბრეიკა მეტოქე, თავისი გეიმიც მოიგო და ანგარიშით 5:3 დაწინაურდა.

ციციპასმა ანგარშში სხვაობა სეიმცირა, მაგრამ ბასილაშვილმა თავის მეექვსე გეიმი და მასთან ერთად სეტიც და მატჩიც მოიგო – 6:4, 2:6, 6:4

ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნახევარფინალში გასვლამ ნიკოლოზ ბასილაშვილს 360 სარეიტინგო ქულა და 335 000 $ შესძინა. ამჟამად იგი რეიტინგში 29-ე ადგილზეა, უინდიან-უელსის მასტერსის მოგების შემთხვევაში კი მე-17 ადგილზე გადაინაცვლებს

კომენტარები
იტვირთება...