Independent: ქართული ფეხბურთის მემკვიდრეობა დაფასებას იმსახურებს

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩამდე, ირლანდიური Independent-ი, ქართული ფეხბურთის ტრადიციების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ისტორიიდან გამოდინარე, ქართული ფეხბურთი მეტად დაფასებას იმსახურებს.

"მანამ, სანამ ევროპის თასი დაიწყებოდა, 1979-80-იანებში, დინამო თბილისის მოთამაშეებმა ის გააკეთეს, რასაც ლივერპულის უცხოელი მოწინააღმდეგები ყოველთვის აკეთებდნენ.

ის, რაც ამას მოჰყვა, ფაქტობრივად არავის გაუკეთებია. დინამოს მოთამაშეებმა ბურთის ერთმანეთში სწრაფად, ერთი შეხებით და ისეთი სისწრაფით გათამაშება დაიწყეს, რამაც ბევრი ტრიბუნაზე გაოგნებული დატოვა.

დინამომ საბოლოოდ ამ მატჩის პირველი რაუნდი დაუმსახურებლად 2-1 წააგო.

ყველა საუბარმა, მეორე შეხვედრის შემდეგ, რომელიც ამ ბოლო თამაშიდან 11 დღის შემდეგ შედგა, საქართველოს ოდნავ განსხვავებული ელფერით აღქმა გამოიწვია. ზედიზედ შვიდი გამარჯვება აღმოსავლეთ ევროპის მხარეში, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ ჩვენ შევეგუეთ იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება ისინი ტლანქი ოპონენტები არიან, თუმცა შეუძლიათ დაამარცხონ მოწინააღმდეგე და იპოვნონ თავიანთი ძალა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ. ეს ქართული საფეხბურთო მემკვიდრეობისადმი დაუფასებელი მიდგომაა.

ლივერპულმა კი საქართველოს გუნდი დააფასა. Sunday Independent-თან საუბრისას, გასულ კვირას ლივერპულის ერთ-ერთმა ყოფილმა მცველმა ფილ ტომპსონმა აღნიშნა, რომ "ტექნიკურად ისინი ისეთივე კარგები იყვნენ, როგორც ჩვენ მათ წინააღმდეგ ვთამაშობდით". გრემ სუნესი კი უფრო შორს წავიდა და 8-წლიანი გამოცდილების შესახებ საუბრისას, 1976 წლიდან მოყოლებული 1984 წლამდე, როდესაც ლივერპულმა 4 ჩემპიონთა თასი მოიპოვა და ყველა დაამარცხა, დაწყებული მადრიდის რეალიდან, დამთავრებული მიუნხენის ბაიერნით, აღნიშნა, რომ "საუკეთესო საფეხბურთო გუნდი, რომელსაც ვეთამაშეთ, დინამო თბილსი იყო". 

დინამო სსრკ-ს მწვერვალი იყო, როგორც კიევის დინამო. ეს ქართული დე-ფაქტო გუნდი იყო. მისი ყველა მოთამაშე საქართველოში იყო დაბადებული და ხალხის ღირსებისთვის თამაშობდა.

ქართველები უკვე შესანიშნავად თამაშობდნენ პირველ შეხვედრაში, აკონტროლებდნენ თამაშს. მათ შორის კი ყველაზე ელეგანტურად მოთამაშე დავით ყიფიანი იყო, მასთან გამკლავება უჭირდათ ლივერპულის მოთამაშეებს. როგორც კი იგი ბურთს მიიღებდა, ხალხისგან შეძახილები ისმოდა, შემდეგ კი იგივე მოძრაობით, სრულყოფილ გადაცემას ახორციელებდა დაცვისკენ.

1979-80-იანების სეზონი აგრეთვე ცოტა ადრე იყო დინამოსთვის, ვინაიდან ისინი დამარცხდნენ მომდევნო თამაშში ჰამბურგთან. თბილისი ზენიტში კი 1981 წელს ავიდა, როდესაც თასების მფლობელთა თასი მოიგო", – წერს ირლანდიური გამოცემა.

"ეს შესანიშნავი გუნდი იყო, წლებით უსწრებდა თავის დროს", – აღნიშნავს ტომპსონი Sunday Independent-თან საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში სტუმრად 6 ოქტომბერს ირლანდიას, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად