Independent-ის ჟურნალისტმა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

რატომ არის საქართველო ექსტრემის მოყვარულთათვის  საუკეთესო სათხილამურო მიმართულება ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Independent საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავლენიანი ბრიტანული გაზეთის ჟურნალისტმა ალფ ალდერსონმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა. ჟურნალისტი მკითხველს სვანეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს და სამთო კურორტებს თეთნულდს და ჰაწვალს აღწერს.

„ლონდონიდან თბილისამდე 4 საათიანი ფრენა რთული არ არის, თბილისიდან მესტიამდე ფრენას დიდი დრო არ სჭირდება, თუ სახმელეთო ტრანსპორტით მოგზაურობა მოგიწევთ, თქვენ საშუალება მოგეცემათ ულამაზესი ბუნება, ხეობები, მდინარეები და ტყეები იხილოთ, სადაც დათვები, მგლები და  ფოცხვერები ბინადრობენ. აქ მთები უფრო მაღალია ვიდრე ალპებში. „-წერს Independent-ის ჟურნალისტი.

სვანეთთან ერთად ალფ ალდერსონი მკითხველს გუდაურისა და გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტების მონახულებას ურჩევს.   Independent ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემაა დიდ ბრიტანეთში. მთელ მსოფლიოში Independent-ის ონლაინ და ბეჭდურ გამოცემას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად