ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სცენის მონტაჟის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
ბატონის ციხე- გალავნის ტერიტორიაზე ინაუგურაციის გასაშუქებლად მედიისთვის უკვე მომზადებულია სპეციალური კარავი,რომლის გვერდით დაგეგმილია შესაბამისი ბანერისა და მონიტორის განთავსება. ვაჟა- ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრის
მიმდებარედ, მონიტორზე კი ქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს საშუალება ექნებათ, თვალი ადევნონ ინაუგურაციის ცერემონიას.
პრემიერის ბრძანებით შექმნილი ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრები თელავში ხვალ ჩამოვლენ და ღონისძიების ბოლო დეტალებს დააზუსტებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად