ინაშვილმა პარტია დაატოვებინა პირს, რომელმაც ინგა გრიგოლიას facebook-ზე შეურაცხყოფა მიაყენა

ხაშურის საკრებულოს წევრს, ალესანდრე სიმონიშვილს, რომელმაც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას სოციალურ ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა პარტია დაატოვებინა.

ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავად წერს და ირმა ინაშვილა მადლობას უხდის.

“დაატოვებინეს ,,პატრიოტთა ალიანსის ,,რიგები ამ კაცს,მას მერე ,რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე, ირმა ინაშვილი-ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადექვატური რეაგირებისთვის❤️❤️❤️. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია))))))))))) ესაა ირმა ინაშვილის კომენტარი,რომელსაც აქვე ვაკოპირებ: “ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება,- ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკვეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად