ინაშვილი თავაძეს: არ გიჭერთ მხარს და არც ამ სიას ვუჭერთ მხარს

“არ გიჭერთ მხარს და არც ამ სიას არ ვუჭერთ მხარს, და ვერ დავუჭერთ ვერანაირად მხარს, იმიტომ, რომ არც ერთი კანდიდატი, ვისაც მე აქ ვუსმენ, არ იმასახურებთ, გქონდეთ ეს ნდობა”. – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ზაზა თავაძის მოსმენა მიმდინარეობს.

“ვინაიდან, ადრე არ გამოიჩინეთ პრინციპულობა, მომავალშიც სისტემის მსახურები იქნებით. ჩვენ გვინდა თავისუფლად მოაზროვნე, სრულიად ახალი სტილის მოსამართლეები. სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს, – მოსამართლეების ახალი კლასი აღზარდოს, რომ თქვენნაირები ჩაანაცვლონ ამ ახალგაზრდებმა”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის 2008-2010 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად