ინაშვილი თავაძეს: 200 პატიმარი როცა გყავს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმია

“როცა ადეიშვილის მოადგილე იყავით, თუ ვერ დაინახეთ, რომ რეჟიმი და ძალადობრივი სისტემა იყო ქვეყანაში, ახლა გკარნახობთ, ბატონო, 200 პატიმარი როცა გყავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ძალადობრივი რეჟიმი”. – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “პატრიოტული ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ზაზა თავაძეს, რომლის მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს დილიდან მიმდინარეობს.

“საქმე იმაშია, რომ რეჟიმი თავისით არ იქმნება და ეს არის ჩვენთვის პრინციპული საკითხი, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალმა კანდიდატურებმა, რომლებიც შესაძლოა გახდეთ, ან არ გახდეთ მოსამართლეები, მკვეთრი და მკაფიო შეფასება გააკეთოთ, რა ტიპის მმართველობასთან გვქონდა საქმე. თქვენ თუ ამას ვერ აკეთებთ, იქ როგორ დაიცავთ ადამიანის სხვა უფლებებს, რა განაჩენებს გამოიტანთ, რატომ უნდა გენდოთ საზოგადოება”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში 200 პოლიტპატიმარია და ადამიანებს ეს სტატუსი ამ პარლამენტმა მიანიჭა.

“ამათ საქმეებს ვინ სწავლობდა, განაჩენი ვის გამოჰქონდა, ეს მოსამართლეები სად არიან? როცა ადეიშვილის მოადგილე იყავით, თუ ვერ დაინახეთ, რომ რეჟიმი და ძალადობრივი სისტემა იყო ქვეყანაში, ახლა გკარნახობთ, ბატონო, 200 პატიმარი როცა გყავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ძალადობრივი რეჟიმი”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის 2008-2010 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად