ინაშვილი: სოფლებში ახალგაზრდა მანდილოსნები დაბერებულები არიან, რაზეც გული მწყდება

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის ირმა ინაშვილის განცხადებით, მას პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრ ადამიანთან უწევს შეხვედრა და ისტორიებს, რომელსაც ისმენს, ძირითადად სევდიანია.

მისი თქმით, ეს ისტორიები უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ცხოვრების მძიმე პირობებს.

„ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეული ცხოვრება მაქვს. ჩვეულებრივია ჩემი ცხოვრება, შეიძლება რაღაც ნაწილში უფრო მძიმეა, იმიტომ, რომ სულ გარეთ ხარ, სულ მოძრაობ, შეხვედრები გაქვს ადამიანებთან, ბევრ ისტორიას ისმენ და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეს ისტორიები ძირითადად სევდიანია, იმიტომ, რომ კავშირშია ცხოვრების მძიმე პერიოდთან, განსაკუთრებით სოფლებში. მე გული მწყდება იმაზე, რომ შეხვდები საქართველოს სოფლებში ახალგაზრდა მანდილოსნებს, რომლებზე უკეთესიც შენ არაფრით არ ხარ, მაგრამ არიან დაბერებული, ეს გამოწვეულია იმ პირობებით, რაც ამ სოფლებშია და ჩემი სურვილია, 2019 წელი ამ მანდილოსნებისთვის იყოს კეთილდღეობის მომტანი, და არ იყოს ამდენი სევდა ჩვენს ოჯახებში, იყოს მეტი ხალისი, მეტი სიხარული, მეტი ბედნიერება, ბავშვები არ იყვნენ იმ პრობლემების წინაშე, რაზეც მე პარლამენტშიც ვსაუბრობ – ჰქონდეთ საკვები, ტანსაცმელი“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა „იმედის“ დილის ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...