ინაშვილი: საპროტესტო აქციების მოწყობა როგორი უნდა, ამას ხელისუფლებასაც ვაჩვენებ და ბოკერია-სააკაშვილის ცხვრებსაც!

“თუ ამ ჯგუფის ქმედება დროულად არ მოექცევა კანონის ფარგლებში, საპროტესტო აქციების მოწყობა როგორი უნდა, ამას ხელისუფლებასაც ვაჩვენებ და ბოკერია-სააკაშვილის ცხვრებსაც”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“პარლამენტის შენობის შესასვლელთან მობილიზებულია ბოკერია-სააკაშვილის რამდენიმეკაციანი პარტაქტივი. ეს არაა უბრალოდ ახალგაზრდების ჯგუფი. რომელია ნეიტრალური, თან, ახალგაზრდა აქტივისტი: სააკაშვილის მედიაზონდერი გიორგი კაპანაძე? კლონირებული ბოკერია- ვინმე რუხაძე? თუ ერთ დროს რუსეთით აღტაცებული ვინმე მაქარაშვილი? ესაა პროვოკატორთა ჯგუფი და მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, – დროულად იმოქმედონ და აღკვეთონ ამ პროვოკატორების ქმედება, რომლებიც რეალურად დეპუტატებზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ტერორს, მორალურ ტერორს და იწვევენ დანაშაულის ჩადენისკენ. თუ ამ ჯგუფის ქმედება დროულად არ მოექცევა კანონის ფარგლებში, საპროტესტო აქციების მოწყობა როგორი უნდა, ამას ხელისუფლებასაც ვაჩვენებ და ბოკერია-სააკაშვილის ცხვრებსაც!”, – წერს ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად