ინაშვილი: სააკაშვილი როგორ უნდა გაეშვათ? ან 7 წელი მერაბიშვილისთვის? ესენი იყვნენ მწამებლები!

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“როდესაც ეს განაჩენი დგება იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს არის ქვეყანა, ამიტომ ეძლევა პოლიტიკური სარჩული და ელფერი ამ ყველაფერს, თორემ ესენი ჩემთვის არ არიან პოლიტიკური პატიმრები. შეიძლება ვინმეს ძალიან უნდა, რომ ამ თემაში შემიყვანოს, რომ პოლიტპატიმრებად მოვიხსენიო, მაგრამ ეს არ მოხდება. აქაც თანმიმდევრული ვარ.

მე ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ ყველა დამნაშავის დასჯას. ჯერ სააკაშვილი როგორ უნდა გაეყვანათ ქვეყნიდან? 4 ბრალი ჰქონდა წაყენებული, კიდე რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი. 7 წელი ვანო მერაბიშვილისთვის, რა კარგია – აწამებ, მოკლავ, მასობრივი მწამებლები… აქ მაქვს პარლამენტის დადგენილება. ეს მაინც გააკეთეს 2016 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა – ფაქტებია და მოწმეები. ეს პირები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან “ნაცმოძრაობა” და მისი განაყარი “ევროპული საქართველო”. დღეს ეს ხალხი არის პოლიტიკაში. ჩემი აზრით, ის ვინც დანაშაულს ჩაიდენს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების უფლებები შეზღუდული უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად