ინაშვილი: რაც შემოგვთავაზა უმრავლესობამ აბსოლუტურად არაა კავშირში პროპორციულ სისტემასთან

მმართველი გუნდის წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო მანდატების 100/50 შეფარდებით განაწილებას გულისხმობს პროპორციულსა და მაჟორიტარულს შორის, არ ეთანხმება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.

მისი თქმით, ეს წინადადება კავშირში არაა პროპორციულ სისტემასთან, რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოება ითხოვს:

“დღევანდელი წინადადება, რაც შემოგვთავაზა უმრავლესობამ აბსოლუტურად არაა კავშირში პროპორციულ სისტემასთან. მეორე პრობლემა ის არის, რომ ლაპარაკია მარადიულად დარჩეს შერეული მოდელი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ლაპარაკობს იმაზე, რომ სწორედ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ამავდროულად ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ შემოვიდეს დამატებითი ელემენტი, სავალდებულო გახდეს არჩევნებში მონაწილეობა,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად