ინაშვილი “ქართულ ოცნებას”: სულიერად გვაწამებთ, სულიერი წამებაა, რაც ამ დარბაზში ხდება

“ქართულ ოცნებაზე” ახია, რაც ხდება, მაგრამ ხალხმა რა დააშავა თქვენ ხელში? იმათ ხელში ხომ ფიზიკურად ხდებოდა ადამიანების წამება, თქვენ სულიერად გვაწამებთ. სულიერი წამებაა, რაც ამ დარბაზში ხდება”. – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ზაზა თავაძის მოსმენა მიმდინარეობს.

ირმა ინაშვილმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ადეიშვილის ყოფილმა ერთმა მოადგილე კახიძემ სამართლებრივ საკითხზე ლექცია ჩაუტარა ადეიშვილის მეორე ყოფილ მოადგილე თავაძეს.

“თქვენი ლექციები ჩვენ არ გვჭირდება, როგორღაც ჩვენც გვესმის რაღაცა და წაკითხული მაქვს, იმის მიუხედავად, რომ პროფესიით ტელეჟურნალისტი ვარ. აქ ლაპარაკი ფუნდამენტურ პრინციპულ საკითხებზეა და ადამიანების ბედზე როცა ვლაპარაკობ, ნორა კვიციანი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასამართლომ გაამართლა და ყველა ნაწილში მოუხსნა ბრალი. ახლა ვინ დავსაჯოთ ჩვენ? ვის მოვთხოვოთ პასუხი ამის გამო, რომ 7 წელი ადამიანი უკანონოდ ადამიანი იყო ციხეში, აი, თქვენ რომ ადეიშვილის მოადგილე იყავით, იმ სისტემის “წყალობით” და ვითომ არაფერი, იგივე ნორა კვიციანის მოსამართლე ახლა უვადო მოსამართლედ არის გაშვებული”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის 2008-2010 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად